„თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან 10-14 დღეში, გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციებს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილს მიეცა გონივრული ვადა არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და დამნაშავეების დასაჯელად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქციები:


„ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, თუ ჩვენ ვერ ვიპოვით სამართალს, აქციები ცხადია იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, მიეცა გონივრული ვადა, დაახლოებით 10-14 დღე”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გიორგი კვირიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში, რომელსაც ესწრებოდა ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: newposts.ge

 

Related posts