სპორტული ღონისძიება გორში (1)

 

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დარბაზში მცხეთამთიანეთის და შიდა ქართლის მოსწავლეთა ერთდღიანი სპარტაკიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ორი რეგიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლეთაგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა მიიღო. სპორტული ღონისძიების მიზანი ორი რეგიონის მოსწავლეთა დაახლოება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იყო. გუნდებმა მომზადების მაღალი დონე აჩვენეს.დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, მისი განცხადებით მოზარდებს შორის ტურნირები საინტერესოა იმითაც რომ მომავალი წარმატებული სპორტცმენები პირველ ნაბიჯს სპორტში სწორედ ასსეტ ტურნირებზე დგამენ.  

 

 

 

Related posts