გოდელაშვილები სამშენებლო მასალით დახმარებას ითხოვენ (1)

 

სოფელ სვენეთში მცხოვრები  გოდელაშვილები ხელისუფლებას წყალდიდობით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებში დახმარებას სთხოვენ. მრავალშვილიანი ოჯახი მდინარე ტორტლას ნაპირთან  ცხოვრობს და ყოველ გაზაფხულზე ზარალდება.  ნოდარ გოდელაშვილი ამბობს, რომ მას სამშენებლო მასალით დახმარებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაპირდა თუმცა ამ დრომდე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს  არავინ  დახმარებია. გორის მუნიციპალიტეტის იფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ რომ მიმდინარე წელს სვენეთში მდინარე ტორტლაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მოხდება და მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც ჩატარდება, რის შემდეგაც მოსახლეობას დატბორვის საფრთხე აღარ დაემუქრება. რაც შეეხება გოდელაშვილების სამშენებლო მასალით დახმარების საკითხს გამგეობაში აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.

 

 

Related posts