შსს-მ 12 დაკავებული გაათავისუფლა (1)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლების მიერ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლა.  შსს–ს ცნობით, საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, “ცხელი ხაზის” მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 12 მოქალაქე გათავისუფლდა. 1-4 მაისს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის “უკანონო კვეთის” ბრალდებით, ჯონჯოლის საკრეფად წასული საჩხერის რაიონის სოფ. კორბოულის, ხვანის და გორისას 22 მკვიდრი დააკავეს. ამ ეტაპზე უკვე გათავისუფლებულია 17 მათგანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი.

 

 

Related posts