ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.


ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ედნარ მსხალაძე, ლეიმონა დვალიშვილი და მანსურ პეტრენდიშვილი, სოფლების დისევისა და არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საქართველოს 1 მოქალაქე, ედნარ მსხალაძე უკვე გადაეცა ქართულ მხარეს. სხვა დაკავებულების საქმეები განსახილველად ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაეცა.

136 ნახვა
desktop
mobile catfish