სოფელ შილდაში 6 წლის გოგო დენის დარტყმისგან დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 6 წლის გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, 6 წლის ბავშვი მაცივრის დენის ჩამრთველთან შეხებისას დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

წყარო: imedinews.ge

Related posts