“შიმშილით იხოცება მთელი საქართველო და ეს ნაძირლები ჩემს ქვეყანას ჭამენ” – სიხარულიძე

მსახიობმა გივი სიხარულძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე “იბერიას” ეთერში ისაუბრა:

“ახლა გამოდიან და გვეუბნებიან, თურმე ამ ქუმსიშვილს, კვირიკაშვილს და ალავიძეს შეუჭამიათ ქვეყანა. მილიონები მოუტეხავთ და ჩვეულ;ებრივი მოქალაქე, რომელიც ზის და ამას უსმენს და თან კაპიკებს ითვლის, შიმშილის ზღვარზეა, რა უნდა ქნას? ვისი იმედი უნდა ჰქონდეს? სულ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამაზე უარესიც გვახსოვს? დავიღალეთ კაცო. მაგალითად, ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ვარ პატიოსანი კაცი და ამდენ ჩათლახობას ვუყურებ, მე გაუბედურებული კაპიკებს ვითვლი, შიმშილით იხოცება მთელი საქართველო და ეს ნაძირლები ჩემს ქვეყანას ჭამენ, ვისი დავიჯერო გეკითხები.

იცი, რამდენმა პოლიტიკოსმა მთხოვა-მოდი, გივი ჩვენს გვერდით დადექი, მაგრამ არ წავედი, რატომ იცით? ჩემს მიერ მოტყუებული ხალხი მერე ამათ მისცემდა ხმას და მე არ შემიძლია მოვატყუო ჩემი ხალხი”,- განაცხადა გივი სიხარულიძემ.

 

 

წყარო: resonancedaily.com

Related posts