ბესელია: მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნება მას შემდეგ დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს, რაც ყველა სხვა კანდიდატი გახდება ცნობილი.

ეკა ბესელიას თქმით, შიდა სამუშაო რეჟიმი გრძელდება, თუმცა, მისივე თქმით, კონტურები ცალკეულ, მათ შორის, პარტიის ლიდერის მხრიდანაც გამოიხატა, თუ რა იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების დროს:

“კარგი იდეაა, რომ მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ საკუთარ ლიდერებში და საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს კანდიდატები, არამედ, შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. მომწონს იდეა, რომ იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი”.

საპრეზიდენტო კანდიდატი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ უკვე დაასახელა. პარტია ევროპული საქართველოდან პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს დავით ბაქრაძე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანდასახელებულია გრიგოლ ვაშაძე. ლეიბორისტული პარტიიდან – შალვა ნათელაშვილი. პარტია გირჩიდან – ზურაბ ჯაფარიძე.

 

 

წყარო: on.ge

Related posts