,,ქართული ოცნების” წევრი პარლამენტის წევრს დიტო სამხარაძეს მუქარაში ადანაშაულებს 

 

,,ქართული ოცნების” წევრი ია ქვლივიძის განცხადებით მას ტელეფონით დაუკავშირდნენ შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, რასაც ქვლივიძე ,,ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრის დიტო სამხარაძის  facebook გვერდზე დატოვებულ კომენტარებს უკავშირებს. ია ქვლივიძე აცხადებს, რომ მან უკამაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის მებრძოლები პარტიის გარეთ არაინ დარჩენილები და ამაჟამად 2012 წლამდე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ნიშნავენ ,,ქართული ოცნების” რაიონულ ორგანიზაციებში.

,,ნაციონილების დროს ირაკლი ნონიკაშვილი იყო კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად ,,ქართული ოცნების” კასპის ორაგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია.  ნაციონალები გვაზიან თავზე და ჩვენ პარტიის დამფუძნებლები გვერდზე ვართ გაწეული და პარტიიდან ვიდევნებით, ეს დავწერე დიტო სამხარაძის პოსტზე კომენტარის სახით. დღეს მირეკავენ ნომრიდან 577 52 23 52 და მემუქრებიან. მე მყავს 4 წლის ბავშვი და საჯაროდ ვამბობ იმას, რომ მას რომ ერთი თმის ღერი ჩამოუვარდეს არ ვაპატიებ არავის. ვფიქრობ რომ ეს მუქარები მოდის დიტო სამხარაძისაგან და პარტიის კასპის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის  და კასპის მერის ნათესავისგან, ირაკლი ნონიკაშვილისგან“. -აცხადებს ია ქვლივიძე.

,,თრიალეთი” დიტო სამხარაძის და ირაკლი ნონიკაშვილის კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Related posts