შსს, დაიწყე ბოდიშით! – ხავალ გორის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გაიმართება 

შსს, დაიწყე ბოდიშით! – ამ სახელწოდების აქცია ხვალ 10:30 საათზე გორის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართება.  მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლა რადიო “მოზაიკას” დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად წარიმართება. ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ მიმართულ საქმის წარმოებას საზოგადოების სხვადას ხვაჯგუფის წარმომადგენლები გააპროტესტებენ.

ხვალ, 3 აგვისტოსგაიმართებარადიომოზაიკასდირექტორის, გვანცადოლუაშვილისსასამართლოპროცესი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას, სარალიძის მკვლელობის ობიექტურიგამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩაში გაკეთებული წარწერისმკვლელიქუჩაშიაგამო, ითხოვს. გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის

ჩვენ ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დასაჯოს პროტესტი, რომელიც მოსწავლის მკვლელების დაუსჯელობის გამო, საზოგადოებაში არსებობს. მან გადაწყვიტა, სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის დასჯით, გვაჩვენოს, საკუთარიძალა და გავლენა

ვისთვისაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა, დააშინოს და შეავიწროოს სიტყვისა და გამოხატვისთავის უფლების ერთგული ადამიანები, ხვალ ვიკრიბებით გორისრაიონულ სასამართლოსთან

ჩვენიმიზანია, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ყოველთვის დავიცავთ დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანების უფლებას, უსაფრთხოებას და ინტერესებს, -ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

#სოლიდარობაგვანცას

Posted by Giorgi Dvalishvili on ხუთშაბათი, 02 აგვისტო, 2018

რადიო ,,მოზაიკას“ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას, სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩაში გაკეთებული წარწერის “მკვლელიქუჩაშია” გამო, ითხოვს.  გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა და არანაირიმტკიცებულებით გამყარებული არა რის.

 

Related posts