პრეზიდენტი ომის დროს მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდა, თუმცა ,,თრიალეთი“ და ,,თრიალეთის“ შენობაში განთავსებული მედია ცენტრი არც გახსენებია!

იმ დროს როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სასახლეში იმ ჟურნალისტებს შეხვდა ვინც 10 წლის წინ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს აშუქებდა, რატომღაც არ გახსენებია, რომ მიეპატიჟებინა ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტები. ტელეკომპანიის რომელმაც თავის თავზე გადაიტანა იმ ომის საშინელებები და ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზე მტრის თვითმფრინავების ბომბების ქვეშ აგრძელებდა მუშაობას. ,,თრიალეთში“ იყო განთავსებული მედიაცენტრიც სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და მსოფლიოში წამყვანი მედიის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ტელეკომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია რუსეთის ჯარების მიერ გორის დაკავების დროსაც. ,,თრიალეთის“ თანამშრომლები და ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის, რისკის ფასად, უწყვეტ რეჯიმში აწვდიდნენ ინფორმაციას მთავრობისაგან მიტოვებულ მოსახლეობას. აქედან გამომდინარე სამართლიანად ვფიქროფთ რომ როცა პრეზიდენტი მსგავსი სახის შეხვედრას მართავს და ეპატიჯება ჟურნალისტებს, რომლებიც 10 წლის წინ ომის მოვლენებს აშუქებდნენ პირველ რიგში ტელეკომპანი ,,თრიალეთის“ ჟურნალისტები უნდა მიეწვია. ქვეყნის პირველი პირის ასეთი დამოკიდებულება შეურაცმყოფელია იმ ჟურნალისტებისთვის რომლებიც ომიდან მოყოლებული დღემდე აქტიურად აშუქებენ კონფლიქტებს და მათთვის ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

Related posts