ირმა ინაშვილი: ესენი მალე კანონპროექტს შემოგვთავაზებენ -მამაკაცმა იმშობიაროს, ქალს დრო არა აქვს და უფლებები ეზღუდებაო

სახალხო დამცველის განცხადებას გავეცანი.
უკვე არ მოსწონთ ტერმინი “ოჯახის უფროსი”, რომლის ქვეშ მამაკაცი მოიაზრება. მიაჩნიათ, რომ ეს ტერმინი ოჯახში , თურმე, ქალის თანასწორობის პრინციპს არღვევს და დიკრიმინაციულია.

მე ქალი ვარ. ამ ეტაპზე პოლიტიკის სფეროში ვმუშაობ. მანამდე ჟურნალისტი ვიყავი. ესაა ურთულესი პროფესია ქალისთვის… და რა? არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ტერმინი “ოჯახის უფროსი” მჩაგრავს ან დისკომფორტს მიქმნის. გადასარევად მესმოდა, რომ ჩვენი ოჯახის უფროსი იყო ჯერ ბაბუა, შემდეგ მამა, ახლა- ჩემი მეუღლეა. არც ბაბუა, არც მამაჩემი, არც ჩემი მეუღლე ბოროტად არასდროს სარგებლობდნენ “ოჯახის უფროსის” სტატუსით. პირიქით, ჩვენს ოჯახში ქალს ყოველთვის ჰქონდა და აქვს თავისუფლება, წონა, ღირსება, პროფესიული განვითარების საშუალება. ბოლოს და ბოლოს, ომში ვიყავი. მოკლედ იმისი თქმა მსურს, რომ სხვა ქართულ ოჯახებშიც იგივე ხდებოდა და ხდება. მატერიალური შემოსავლით არასდროს განისაზღვრებოდა ოჯახის უფროსის სტატუსი. ეს უფრო პატივისცემის, აღიარების, სიყვარულის, ნდობის გამოხატულებაა, ვიდრე პრეტენზია,- მე რომ ასი ლარით მეტი ხელფასი მაქვს და ჩემი მეუღლე უმუშევარია, რატომ არ მქვია მე ოჯახის უფროსი. ახლა ეს მარაზმი არ არის?! იმ ოჯახს რა ვუთხარი, ერთმანეთს შემოსავალს რომ უთვლიან.

კვლავ ვამბობ: ტერმინის შეცვლის არანაირი აუცილებლობა არ არის. ესეც ქართველი მამაკაცის დაკნინების მცდელობაა, რასაც ბოლო წლებში მიზანმიმართული კამპანიის სახე მიეცა. ამ ფონზე, რაც მეტი აქტიური ქალბატონი აღიმაღლებს ხმას და დაიცავს მისი მეუღლის სტატუსს, ცუდი არ იქნება. ეტყობა, უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, ვისაც “ოჯახის უფროსები” არ გვჩაგრავენ არც ფინანსურად, არც მორალურად, არც ფიზიკურად.
გამონაკლის შემთხვევებზე გთხოვთ ამჯერად ნუ გადაიტანთ აქცენტს. ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა მასობრივი ტენდენცია.

ესენი მალე კანონპროექტს შემოგვთავაზებენ,- მამაკაცმა იმშობიაროს, ქალს დრო არა აქვს და იზღუდება მისი უფლებაო. წადით, გენაცვალე, გადასახლდით სხვა კუნძულზე და იქ დადგით თქვენი ექსპერიმენტები. ჩვენ მოგვწონს ის, რაც გვაქვს! არ წაიღეს ტვინი? ასეთი რა ბავშვობა გაიარეთ, სად და როგორ იზრდებოდით, რომ ყველაფერი ჩვენი, ტრადიციული, ზნეობრივი გეზიზღებათ”, – წერს ირმა ინაშვილი.

სახალხო დამცველის განცხადებას გავეცანი. უკვე არ მოსწონთ ტერმინი "ოჯახის უფროსი", რომლის ქვეშ მამაკაცი მოიაზრება. …

Posted by ირმა ინაშვილი on ხუთშაბათი, 09 აგვისტო, 2018

Related posts