ქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს:
დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს
გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები!“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

წყარო: interpressnews.ge

Related posts