აბაშის სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ  მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში – წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას – ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება​

​ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

​ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი​

​ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება

 

წყარო: gmtv.ge

Related posts