რატომ დაჭრა ხულოში 31 წლის ქალი მეზობელმა

31 წლის ქალი, რომელიც სოფელ ალმეში ცივი იარაღით დაჭრეს, ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას 14 ჭრილობა აქვს მიყენებული.

დაჭრრილის მეუღლის თქმით, თავდამსხმელი მეზობლია, რომელთანაც კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ მოპარული მობილური ტელეფონის გამო დაიწყო, რის გამოც აბულაძეებმა პოლიციას მიმართეს.

რამინ აბულაძე ამბობს, რომ მეზობელი მათ სახლში მაშინ მივიდა, როცა მისი მეუღლე მარტო იმყოფებოდა.

დამნაშავე განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

წყარო: newposts.ge

Related posts