თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე მიმავალი საქართველოს 21 მოქალაქე ავარიაში მოხვდა

14 აგვისტოსს, გამთენიისას, ტრაპზონში ქართული სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი ავარიაში მოხდა. მიკროავტობუსს დროებით, სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს 21 მოქალაქე გადაჰყავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე. დაშავებულები ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

უწყებაში ამბობენ, რომ დანარჩენმა მგზავრებმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები და მათ ადგილზე გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების განცხადებით, მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და იმყოფება დროებითი დაკავების იზოლატორში.

 

წყარო: on.ge

Related posts