მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

მსახიობის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. imedinews-ის ინფორმაციით, მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ადგილზე გამომძიებლები უკვე მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, სსსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

Zuzu Bejashvili 😢

Posted by Raul Kiria on ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2018

 

წყარო: imedinews.ge

Related posts