სკანადალური ინფორმაცია შიდა ქართლის ახალ გუბერნატორზე

,,პირადად აბოლებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს როდესაც მათ ციხეებში გაუსაძლის მგომარეობაზე ინფორმაცია მისდიოდათ.”

– ასე ეხმაურება შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილის დანიშვნას ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, რომელიც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარმა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა და ის დადებითად დაახასიათა. ირაკლი კორძაია სოზარ სუბარის და  გიორგი ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით ერთ ეპიზოდს იხსენებს.

,,სოზარ სუბარს ერთი სული ჰქონდა როდის დაწერდა განცხადებას და დატოვებდა სამინისტროს. დღეს ის შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნეს. იმის გათვალისწინებით, რომ სუბარი დღეს მთავრობის რეგიონალური სამსახურის უფროსია, ნამდვილი ბედის დაცინვაა სოზარისთვის. მაგრამ, არაუშავს, ამასაც “აიტანს””–წერს კორძაია სოციალურ ქსელში, რაც შეეხება  გიორგი ხოჯევანიშვილს კიდევ ერთი ეპიზოდი 2011 წელს ეხება, ამ დროს სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძეა, ამ პერიოდში ხდება ციხის კადრების გამოქვეყნება, სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი კი დღევანდელი შიდა ქართლის გუბერნატორია.

,,ეს ამება გახლავთ ხათუნა კალმახელიძეს წინაში უკანა თათებზე მოსიარულე გიორგი ხოჯევანიშვილი. 2011-2013 წლებში სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი. იმედია არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში საპატიმროებში. პირადად აბოლებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს როდესაც მათ ციხეებში გაუსაძლის მგომარეობაზე ინფორმაცია მისდიოდათ. განგებ არ მოვყვები დეტალურად თუ რას მიყვებოდნენ მისგან დაბულინგებული და დაჩაგრული ხელქვეითები. არც ჩემი და მისი პირადი ურთიერთობით შეგაწყენთ თავს” –წერს კორძაია და ჟურნალიტებს და დაინტერესებულ პირებს მისი სასჯელაღსრულების სისტემაში მისი საქმიანობის დეტალურად შესასწავლად ინფორმაციის მოძიებას ურჩევს:

,,ვისაც ხოჯევანიშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში “მოღვაწეობის” პერიოდი გაინტერესებსთ, მოიძიეთ 2011-2012 წლებში CPT (წამების საწინააღმდეგო კომიტეტის) შენიშვნები, რეკომენდაციები და ნახეთ რას პასუხობდა მათ ხოჯევანიშვილი. რამდენი პასუხგაუცემელი წერილი დატოვა. და თუ პასუხის ღირსად თვლიდა, რას წერდა ამ საპასუხო წერილებში. გარეწარი ზონდერი”

სოზარ სუბარის განცხადებით მისი სასჯელაღსრულების სამინისტრად დანიშვნის დროს ხოჯევანიშვილი უწყებაში დახვდა, რამდენიმე თვე ერთად იმუშავეს და საკუთარი  ნებით წავიდა. სოზარ სუბარი მას დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ მისი შიდა ქართლის  გუბერნატორის თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელების დროს, კვლავ გადაამოწმა მის პენიტენციალურ სისტემაში მუშაობის პერიოდის შესახებ ინფორმაცია და ცნობილმა უფლებადამცველმა სოფიო ჯაფარიძემ, ხოჯევანიშვილი  დადებითად დაახასიათა.

Related posts