სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს, სავარაუდოდ, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი უხელმძღვანელებს

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელოს.

რადიო “მოზაიკასთან” კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ოფიციალური განცხადების გაკეთება ამ ეტაპზე არ სურს.

“ვერც დაგიდასტურებთ ჯერ ოფიციალურად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და გუნდში მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი”, -აცხადებს კახა სამხარაძე.

ყოფილმა გუბერნატორმა უპასუხოდ დატოვა ასევე რადიო “მოზაიკას” კითხვა, რომელიც შემოთავაზების შემთხვევაში მის პოზიციის დაფიქსირებას ეხებოდა.

კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნიას 2017 წლის მარტიდან ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური გაერთიანების “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კოორდინატორად მუშაობდა.

წყარო: radiomosaic.ge

Related posts