ძმები ხოჯევანიშვილები სისტემის შექმნელები თუ მსხვერპლები?!

,,ორი გვამი მინდას ვიდეოდან კარვის მოპარვის ოპერაციამდე-შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ამირან მესხელის ყოფილი თანაშემწე! ბრავო,ოცნება !”

– წერს  სოციალურ ქსელში, გაზეთ ,,ქრონიკა+”–ის რედაქტორი ელისო კილაძე, შსს გენისპეციის უფროსს ალექსანდრე ხოჯევანიშვილზე. პოსტს კილაძე  ე.წ. ,,მუხრანის ამბოხის” სპეცოპერაციიდან სურათს ურთავს, სადაც   შსს მაშინდელ  მინისტრ ივანე მერაბიშვილს გვერდით ალესანდრე ხოჯევანიშვილი ახლავს. მერაბიშვილი იმ დროს ,,ორ გვამს ითხოვს”….

შსს-ს “რუხი კარდინალი” თუ ორმაგი აგენტი? – ვინ არის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელი

– ამ სათაურით სტატიას ambebi.ge 2016 წლის 28 ოქტომბერს აქვეყნებს, სატაია დაყრდნობილია გაზეთ ,,ვერ­სიას” ახალ რუბ­რი­კა­   “X ფა­ი­ლზე”, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ამირან მესხელი წინა ხელისუფლების დროს ყველა გახმაურებეულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა: ,,ფოტოგრაფების საქმე” ,,კორტების საქმე”, ,,ენვერი”, “ნავ­თლუ­ღის საქ­მე” –ყველა ეს  კვა­ლი ამი­რან მეს­ხე­ლამ­დე მი­დის, რად­გან შსს-ში უშიშ­რო­ე­ბის ხაზს წო­რედ ის კუ­რი­რებ­და, თუმ­ცა თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ არც ერთი ამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბი­სას მეს­ხე­ლის გვა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ “ამო­ვარ­დნი­ლა”…

,,სხვა­დას­ხვა წყა­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ამი­რან მეს­ხელ­მა სა­ქარ­თვლე­ო 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ტო­ვა და ერთხა­ნო­ბა, რო­გორც ით­ქვა, ბე­ლო­რუს­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე, მისი კვა­ლი გაქ­რა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამი­რან მეს­ხე­ლის ზუს­ტი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არა­ვინ იცის” –ნათთქვამია სატატიაში.

9 სექტებერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, სადაც ალექსანდრე ხოჯევანიშვილის და ამირან მესხელის თანაშეწედ მოიხსენებს და ამბობს, რომ შსს გენისპექციის უფროსმა ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორად დაანიშნინა.

,,შსს -ს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ამირან მესხელის თანაშემწე და მარჯვენა ხელი იყო ! ამ პატივცემულმა საკუთარი ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად დაანიშნინა.
ქვეყანაა თუ ნინიას ბაღი ?! 2012 წელს სად იყავით ჯიგრებო ?
ნეტა,ამირან მესხელს რეჟიმის მსხვერპლად არ გამოაცხადებდეთ,და აღარ ვჩივი არაფერს🧐
p.s.აქციების მერე დავუბრუნდები თემას✌️✌️” –წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

იმედია არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში საპატიმროებში, პირადად აბოლებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს როდესაც მათ ციხეებში გაუსაძლის მგომარეობაზე ინფორმაცია მისდიოდათ.”

– ასე ეხმაურება შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილის დანიშვნას ჟურნალისტი ირაკლი კორძაია, რომელიც 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. დღევანდელი შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი კი 2011-2013 წლებში სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი.  გიორგი ხოჯევანიშვილის სასჯელაღსრულების სიტემაში ყოფნის დროს ქვეყნდება ,,ციხის კადრები”

ვისაც ხოჯევანიშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში “მოღვაწეობის” პერიოდი გაინტერესებსთ, მოიძიეთ 2011-2012 წლებში CPT (წამების საწინააღმდეგო კომიტეტის) შენიშვნები, რეკომენდაციები და ნახეთ რას პასუხობდა მათ ხოჯევანიშვილი. რამდენი პასუხგაუცემელი წერილი დატოვა. და თუ პასუხის ღირსად თვლიდა, რას წერდა ამ საპასუხო წერილებში. გარეწარი ზონდერი”– აცხადებს კორძაია. 

შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილს სასჯელაღსრულების სიტემაში მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით კითხა, რადიო ,,მოზაიკას” გადაცემა ,,თვითმმართველობის დროში” დაუსვეს. ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მისი გაიგივება და დაკავშირება იმ დროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასთან უადგილოა.

,,მე ვმუშაობიდი საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, სწორედ ჩემი საქმიანობის პერიოდში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ციხებში არსებული მდგომარეობით. მე აქტიურად ვთანამშრომლობდი მათთანაც და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და შესაბამისად პირიქით გეტყვით, რომ შეიძლება პრობლემების იდენტიფიციების წყარო მათი რეფორთები იყო და მე მათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვეთანამშრომლებოდი, რომლებიც მუშაობდნენ სასჯელაღსრულების სიტემაში. თვითონ სიტემაზეც გეტყვით მე ზოგადად იმ პიროვნებას (კორძაიას) არც ვაპირებ, რომ რამე ვუპასუხო უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი იყო განდგომილი ცალკე, ასე ვთქვათ, სამინმინისტროს დეპარტამენტი და აბსოლიტურად ცალკე დამოუკიდებელი საქმე უწყებათა დაწესებულება იყო. ჩემი გაიგივება, დაკავშირება, სასჯელაღსრულების პროცესებთან, როგორც კორძაია ამბობდა, აბსოლიტურად უადგილოა. მე ვარ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, შესაბამისად მე კანონს ვემორჩილები მე ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში ვმუშაობდი და შესაბამისად ჩემს მიმართ განხორციელებული საქმისადმი კითხავა არასდროს არ გაჩენილა. ”  –ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

ძმები ხოჯევანიშვილები ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძმებ ხოჯევანიშვილებს, წინა ხელისუფლების დროს, ძალოვან უწყებებში მაღალი თანამდებობები ეკავთათ მათ მიმართ კითხვები არ გაჩენია ,,ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე. თუმცა ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა –  ვინ არიან  ძმები ხოჯევანიშვილები სიტემის შექმნელები თუ მსხვერპლები?!

Related posts