,, შეიგინება კი არა, ქვებს რომ არ ისვრის, არ გიკვირთ?

,,ვინ უნდა მმართოს, როცა 16 წლის შვილი 12 ჭრილობით მიწაში ჩამიწვინეს და სახელმწიფო, რომელმაც იცის, ვინაა მკვლელი, მეუბნება, მკვლელი არ არსებობსო? რა პოლიტიკა, რის მართვა?! ამხელა შეურაცხყოფას რომ მიაყენებთ ადამიანს, ის შეიგინება კი არა, ქვებს რომ არ ისვრის, არ გიკვირთ? ასეთი უსულგულოები სად ჩნდებით, ან სად იზრდებით, საიდან მოეთესებით?!”– ასე ეხმაურება ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ზაზა სარალიძესა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის მომხდარ ინციდენტს.

საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისიდან ჩამოსულ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პროტესტს სააკაშვილისგან მართული უწოდა, რასაც სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და  საკრებულოს თავმჯდომარე შეაგინა. სარალიძის გინებას გინებითვე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემაზემაც.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადეს გაურკვეველ ვითარებაში გარდავლილ 18 წლის თორნიკე მერებაშვილის, მამას, მერამ მერებაშვილს, რომელმაც გამოძიების მოთხოვნით აქცია გორის ცენტრში გამართა.

 

Related posts