„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული“ – მალხაზ კობაურის ადვოკატი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმე – ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრეს. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი. დაცვის მხარის განცხადებით, ბავშვის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა და მათივე თქმით, ექსპერტიზის აღნიშნული პასუხები, წინააღმდეგობაშია გამოძიების ვერსიასთან.

„ბრალდების მიხედვით, თითქოს მოხდა ლორა სმიტის გაუპატიურება. ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული. გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება. აქედან გამომდინარე საჭიროა შეწყდეს გამოძიება კობაურის მიმართ. რადგან, ექსპერტიზის პასუხები სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

წყარო: newposts.ge

Related posts