“მე არ ვაპირებ ხმა მივცე სალომე ზურაბისვილს” მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მოღვაწე მამაკახაბერ გოგოტიშვილი

სალომე ზურაბიშვილის მიერ სასულიერო პირების მისამართით გაკეთებულ განცხადებას მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი მამა კახაბერ გოგოტიშვილი გამოეხმაურა. დეკანოზის განცხადებით, ეკლესია არ ერევა პოლიტიკურ პროცესში, სასულიერო პირები კი აფიქსირებენ მხოლოდ საკუთარ აზრებს არსებულ საკითხთან მიმართებით. „მე ჩემი პირადი აზრი შემიძლია გამოვხატო და გითხრათ, რომ მე არ მაქვს უფლება მრევლს მოვუწოდო ან ამას მიეცი ხმა ან იმას მიეცი, ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სამართლიანი, ყველას თავისი აზრი აქვს და ვისაც მოსწონს მისცემს ხმას სალომე ზურაბიშვილს, პირადად მე ნამდვილად არ ვაპირებ მას მივცე ხმა და ამის უფლეა მაქვს როგორც მოქალაქეს, არ მომწონს,  და მეტიც, ვეწინააღმდეგები მის განცხადებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით”

წყარო: paqtebi.ge

Related posts