“მე ვიქნები დედოფალი…” – სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი დისკრიმინაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას კანაფის დედოფალი უწოდეს მაშინ, როცა მისი მიზანია ახალგაზრდების ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიის პროპაგანდა მოახდინოს.”არანაირი კანაფის დედოფალი მე არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის… ვისაუბრე ჩემი პოზიციების შესახებ ნარკოტიკებზე, რომ აქაც დისკრედიტაციაა-არანაირიი კანაფის დედოფალი არა ვარ. მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ რამდენად საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ხელისუფლების რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი არ პასუხობს კითხვას არჩევნების „შავი ფულით“ დაფინანსების შესახებ გაჩენილი ეჭვების შესახებ.

ზურაბიშვილის განცხადებით, მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა.

„ეს მე არანაირად არ მეხება. ჩემი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება არის სრულიად გამჭვირვალე“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

წყარო: newposts.ge

Related posts