ზაზა სარალიძე – კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა

ზაზა სარალიძე „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა და განაცხადა, რომ ოფისში შესვლა და მათთვის დახმარების თხოვნა უნდა, რათა სიმართლის პოვნაში დაეხმარონ, თუმცა სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.

„კალაძეს არ რცხვენია? ოთხი შვილის მამა ყოფილა, თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილებიც? რა თქმა უნდა თავისნაირ ნაგავს გაზრდის იმ შვილებსაც. მაგრამ კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა და მეტი რაღა უნდა ველაპარაკო მაგას”,-განაცხადა სარალიძემ.

სარალიძე

მე არ შევაფასებ, თქვენ შეაფასეთ 🙂

Posted by მიხეილ უკრაინოლოგი on ორშაბათი, 01 ოქტომბერი, 2018

წყარო: infopostalioni.com

Related posts