ოჯახის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე სცემეს

,,საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს.”-წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

Related posts