მსჯავრდებულმა საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა რა დროსაც ბადრაგისთვის იარაღის წართმევა სცადა

ხაშურის რაიონულ სასამართლოში, მსჯავრდებულმა საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა რა დროსაც ბადრაგისთვის იარაღის წართმევა სცადა, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით ბადრაგის თანამშრომლებმა ინციდენტი აღკვეთეს და მსჯვარდებულმა მათთვის იარაღის წართმევა და ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსჯავრდებული რ.ფ. სასამართლოს პროცესის ხაშურის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, სხდომის დაწყებამდე მან საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა სადაც იარაღის წართმევას შეეცადა. ამ დროისთვის სიტუაცია ხაშურის რაიონულ სასამართლოში სტაბილურია მსჯავრდებული რ.ფ. საქმის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა სასამართლო შენობასთან კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.

Related posts