გორის მერის გადაგომის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერები მიმდინარეობს

გორის მერის სკანდალურმა განცხადებამ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიცია კონსტანტინე თავზარაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს. მაღალი თანამდებობის პირმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა.

“ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა..”– აღნიშნა თავზარაშვილმა

პეტიცია იხილეთ:

https://manifest.ge/main/item/2318#.W75membf3yh.facebook

პეტიციისაზე საჭიროა 9549 ხელმოწერა, ამ დროისთვის კი გორის მერის გადადგომას ხელი უკვე 451 მოქალაქემ მოაწერა.

მოგვიანებით გორის მერმა განმარტა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და საქრთველოს ხელისუფლება პროვოკაციაში ჩაერთო.

 

Related posts