გორში ბაქო-სუფსას მილსადენიდან ნავთობს იპარავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაქო-სუფსას მილსადენიდან ნავთობის მოპარვის მცდელობის ფაქტს იძიებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა. დამნაშავეებმა მილსადენზე შესაბამისი მოწყობილობა დაამაგრეს და ნავთობის მოპარვისთვის ემზადებოდნენ. როგორც ჩანს, ეს ერთჯერადი შემთხვევა არ იყო.

დანაშაულისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ჯარიმით ან შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

წყარო: resonancedaily.com

Related posts