ხაშურში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ხმაურით დაიწყო

ხმაურით დაიწყო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ხაშურში.სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატთან კითხვის დასმას ცდილობდა რისი საშუალებაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა არ მისცეს.მოგვიანებით მეხრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა რომ მას სურდა ეკითხა თუ რატომ ადანაშაულებს ზურაბიშვილი საქართველოს ომის დაწყებაში.ზაზა მეხრიშვილი არც შეხვედრაზე შემოუშვეს.ამ წუთებში ხაშურის მუსიკალურ სკოლაში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრა მიმდინარეობს რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორი,ხაშურის მერი,პარლამენტის წევრები და სხვა თანამდებობის პირები ესწრებიან

Related posts