,,მიშა დაბრუნების ხასიათზეა… გვინდა ქორწინების 25 წლის იუბილე ზუგდიდში აღვნიშნოთ”- სანდრა რულოვსი

„მე და მიშას 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს, გვინდა, რომ ეს თარიღი ზუგდიდში თქვენთან ერთად აღვნიშნოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სანდრა რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების ხასიათზეა.

„მეკითხებიან ხოლმე, მიშა სად არის, როდის ჩამოვა. მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს, მე ძალიან მინდა და მას არანაკლებად, რომ ეს დღე აქ აღვნიშნოთ ზუგდიდში, თქვენთან ერთად. ღმერთმა ქნას, ასე იყოს, მიშა ჩამოვიდეს მშვიდობიანად, პრობლემების გარეშე, დახვდეს 11 გაერთიანებული პარტიის მომხრეები“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

წყარო: primetime.ge

Related posts