გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე, დააკავეს

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე, დააკავეს. სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა მეგობარს “ჯოინთი” აჩუქა.

„ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება, რომ იცოდეთ. ამის გამო ადამიანებს სვამენ ციხეში, სრული სიგიჟე არის, ხომ გესმით. მე ყოველ დღე ხალხს ვჩუქნი მოსაწევს… ყოველ დღე ვჩუქნი, ყოველ დღე ამ სახელმწიფოს გადმოსახედიდან მე მაქვს შეხება ვითომ კრიმინალებთან, მე ვჩუქნი ყოველ დღე ვიღაცებს მოსაწევს, როგორც ახლა ეს გავაკეთე. ამის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ, თუ მე დღეს ვერ დამიჭერენ ამის გამო, იმის გამო, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, იმის გამო, რომ ცნობადი სახე და ბოდვები, რომ ვარ საპრეზიდენტო კანდიდატი და ვითომ რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტი მაქვს, ვერ უნდა დაიჭირონ ვერავინ,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე წინა დღეებში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გადაიყვანეს შსს-ში.

წყარო: newposts.ge

Related posts