“გამოვრთე რუსთავი 2, შევჭამე უმი ხახვი და გემრიელ ხბოს მწვადად მომეჩვენა” – რომან გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს გუშინდელი ინტერვიუდან საზოგადოებამ არაერთი შემაშფოთებელი ინფორმაცია მიიღო.
დეპუტატის თქმით, დადასტურდა, რომ ივანიშვილი ხელს აფარებს კორუფციას, თვითონ ცდილობდა კანაფის ბიზნესის ხელში ჩაგდებას და ა.შ.

“ივანიშვილის ამ გამოსვლამ გააქარწყლა ხალხური ანდაზა: ხალვა, ხალვა რამდენიც არ უნდა იძახო, პირში სიტკობს ვერ იგრძნობო. მან თქვა, რომ ეს ანდაზა არ არის სწორიო. გამორთეთ რ2 და იგრძნობთ რა დიადი აღმშენებლობის ხანაში ვართო. დღეს დილით გამოვრთე რ2, შევჭამე უმი ხახვი და გემრიელ ხბოს მწვადად მომეჩვენა”,- თქვა გოცირიძემ.

წყარო: newposts.ge

Related posts