უბედური შემთხვევა თუ ძალადობა – ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

“ნიუპოსტისთვის” უმძიმესი ფაქტი ხდება ცნობილი. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში, 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვებიან, გოგონა სავარაუდოდ, მამინაცვალის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათივე ვერსიით, მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გაზი გაუშვა.ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შემთხვევისას სახლში გოგონას დედაც იმყოფებოდა, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო სამაშველო სამსახურმა იპოვა, რომელიც ადგილზე გარდცვლილის ახლობლებმა გამოიძახეს.
ადგილობრივების თქმით, გოგონას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ნათესავები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც დედა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდნენ, მათ 112-ში დარეკეს.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ უკვე წაიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახი კორპუსში ქირით ცხოვრობს და მათ ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. მათივე მონაყოლის თანახმად, ბოლო ინცინდენტი ორი დღის წინ მოხდა, როცა გარდაცვლილის დედამ, არასრულწლოვანი მეზობლის სახლში შეიყვანა და დახმარება სთხოვა.

 წყარო: newposts.ge

Related posts