ადამიანები, რომლებიც ნაძვის ხეს ახალ წლამდე ბევრად ადრე რთავენ, უფრო ბედნიერები არიან

თუკი სახლის საახლოწლოდ მორთვა და ნაძვის ხის აწყობა გეჩქარებათ, ოჯახის წევრები და მეგობრები კი ამაში ვერ დაიყოლეთ, გულს ნუ გაიტეხთ. აუცილებლად მორთეთ ნაძვის ხე მაშინაც კი, თუკი ყველა გეუბნებათ, რომ ძალიან ადრეა, რადგან როგორც გაირკვა, ადამიანები, რომლებიც სახლს საშობაო დეკორაციებით ახალ წლამდე ბევრად ადრე რთავენ, უფრო ბედნიერები არიან.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Independent ფსიქოლოგებზე დაყრდნობით წერს, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენ შინაგანად ბავშვი ხართ.

როგორც ფსიქოანალიტკოსი სტივ მაკონი აცხადებს, საახალწლო დეკორაციები ადამიანს ბავშვობას ახსენებს და ყოველდღიური ცხოვრების პასუხისმგებლობებისგან და სტრესისგან ათავისუფლებს, ან უბრალოდ ქვეცნობიერად სჯერა საახალწლო დეკორაციების მაგიური ძალის და თვლის, რომ ყოველივე ბედნიერებას მოუტანს.

„სტრესით სავსე მსოფლიოში, სადაც შფოთვა ადამიანის მუდმივ მდგომარეობად იქცა, საშობაო დეკორაციები ბავშვურ სიმშვიდესა და უდარდელობას გვახსენებს. გვამშვიდებს და ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს“ -ამბობს ფსიქოანალიტიკოსი.

მისი თქმით, საახალწლო დეკორაციებით არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მეზობლების გაბედნიერებაც შეგვიძლია. თუკი სახლს ნათურებით გარედან მოვრთავთ, მისი დანახვა მეზობლებსაც ძალიან ესიამოვნებათ.

newposts.ge

Related posts