სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზს საზღვარი რამდენჯერმე უწოდა (ვიდეო)

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს შიდა ქართლში, სოფელ ატოცში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა ის ადგილი, სადაც რუსი სამხედროები რკინის ძელებს ამონტაჟებენ.

ვიზიტისას მან რამდენჯერმე ახსენა სიტყვა “საზღვარი”.

“ეს არის ის, რასაც არ უნდა შევეგუოთ, ეს არის ის, რაზეც უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ. იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც აქ ცხოვრობს. პრეზიდენტი უნდა ზრუნდავდეს საზღვარზე, და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის მათი ეკონომიური მდგომარეობა, რომელიც მთლიანად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. როგორც მაღალმთიანებზე გავაკეთეთ ისე უნდა იყოს გამყოფ ხაზთან მაცხოვრებლებზეც”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Posted by Lana Ghvinjilia on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018

წყარო: newposts.ge

Related posts