“ბათუმში 55 წლის კაცი 13 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროებდა, მოზარდი შეუძლოდ გახდა” – მამაკაცი დაკავებულია

ბათუმში, 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 55 წლამდე მამაკაცი დააკავეს. როგორ „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 141-ე მუხლითმიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მამაკაცის დაკავება არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ განცხადების საფუძველზე მოხდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მუნიცპალურ ტრანსპორტში მოხდა.

„მე მოზარდის დედამ მომმართა, ოჯახი ჩვენი ბენეფიციარია. ქალბატონი ყვებოდა, რომ 13 წლის გოგო თანაკლასელებთან ერთად ბათუმის ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობდა, სადაც 55-წლამდე კაცმა გოგონას სექსუალური შევიწროება დაიწყო. ბავშვებმა დარაჯს მიმართეს, რის შემდეგაც მამაკაცი ავტობუსიდან ჩავიდა. რადგან მოზარდი შეუძლოდ გახდა, პოლიციას ჩვენება დედა-შვილმა გუშინ მისცა, როგორც ვიცი მამაკაცი დაკავებულია“- აცხადებს აბაშიძე.

წყაო: newposts.ge

Related posts