გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ევროპული საქართველოდან პარტი დატოვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ევროპული საქართველოდან ზვიად საბანაძემ პარტიის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა, ამის მიზეზად საბანაძემ ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭერა დაასახელა, საბანაძის განცხადებით იგი პარტიას ტოვებს, თუმცა საკრებულოს მანდატის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ევროპულ საქართველოს გორის საკრებულოში ორი წევრი ყავდა, ზვიად საბანაძე და კახა ბურჯანაძე. კახა ბურჯანძემ საკრებულოს შენობა რამდენიმე წუთით ადრე დატოვა, ვიდრე საბანაძე პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, საბანაძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია მისი თანაპარტიელის კახა ბურჯანაძის პოზიცია. გორის საკრებულოს შენობასთან იმყოფებოდა თავისუფალი დემოკარატების ყოფილი წევრი თამაზ შიოშვილი, რომელიც დღეს თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია და ზვიად საბანაძის მეგობარია. შიოშვილი და საბანაძე თავისუფალ დემოკრატებში ერთად იყვნენ. ,,თრიალეთის” ინფორმაციით ზვიად საბანაძემ გადაწყვეტილება თამაზ შიოშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

Related posts