ირაკლი კიკნაველიძე – ,,ევროპული საქართველოს” წევრებს ,,ქართული ოცნებიდან” უკავშირდებიან და პარტის დატოვების სანაცვლოდ ფინასურ სარგებელს სთავაზობენ

,,ევროპული საქართველოს” გორის ოფისი ცოტახნის წინ დატოვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კიკნაველიძემ, რომელიც თბილისიდან მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც პარტის ერთ-ერთმა წევრმა ზვიად საბანაძემ ,,ევროპული საქართველოს” დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და ამის მიზეზად კი ,,ევროპული საქართველოს” და ,,ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა დაასახელა.

,,ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზვიად საბანაძემ. პარტია მასთან ერთად კიდევ 5-მა წევრმა დატოვა.

,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ირაკლი კიკნაველიძის თქმით ზვიად საბანაძეს ქონდა ფინანსური პირადი პრობლემები, ამით ისარგებლა ,,ქართულმა ოცნებამ” და პარტიიდან წასვლის სანაცვლოდ მის მოგვარებას დაპირდა.

,,ზვიად საბანაძისთვის ცნობილი იყო რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდით მხარს და ეს მას არ გაუპროტესტებია, მეტიც ის რამდენიმე დღის წინ შეხვდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს და მეორე ტურში ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნ”-ამბობს კიკნაველიძე

 

ის რომ ზვიად საბანაძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფიში იმყოფებოდა და ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ ამას პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილიც ადასტურებს

,,აქტიურად მოდიოდა და ჩართული იყო მეორე ტურის მოსამზადებელ პროცესებში, მათი პარტიის წევრებიც დაადასტურებენ ვინც იყვნენ მოსულები ჩვენთან ოფისში, კახა ბურჯანაძე საკრებულოს წევრი, პარტიის წევრი დავით მახნიაშვილი. ზვიად საბანაძე ბოლო ორი დღეა აღარ პასუხობდა ტელეფონს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ბოლო ორ დღეში დახურდავდა” -აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

 

Related posts