"ქართულმა ოცნებამ" გამგებლობის კანდიდატი კასპშიც წარადგინა

 

 

კოალიციიდან კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტის დასაკავებლად გამგებლის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი გოჩა გოჩიტაშვილი იბრძოლებს – კანდიდატი დღეს პარლამენტარმა თამაზ შიოშვილა კასპელ ამომრჩეველს ოფიციალურად წარუდგინა. გოჩიტაშვილმა წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. დღეს გამართულ ყრილობაზე დასახელდა კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებიც. 

Related posts