მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. ის ამჟამად ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ ავარია ყვარელში, გუშინ, 17 ნოემბრის საღამოს მოხდა.

ინგოროყვას კლინიკაში On.ge-ს უთხრეს, რომ პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების უფლება ოჯახისგან ჯერ არ მიუღიათ.

წყარო: on.ge

Related posts