“11 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა… ბავშვს 1 წუთი არ ტოვებდა” – როგორ იხსენებენ გარდაცვლილ გოგონას

15 ნოემბერს ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დედა-შვილს მისი ნათესავი სალო ტაბატაძე ფეისბუქზე სევდიანი პოსტით ეხმაურება:

“სოფო სულ რაღაც 11 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. იმ ძლიერ სითბოს იყო მოკლებული, რომელიც დედამ შეუძლია შვილს მისცეს. ალბათ კეთილი შურით შურდა იმათი, ვინც დედისკალთაგადაფარებულ ოჯახში იზრდებოდა. მშობლის ხილვა სიზმარში კი ამ ჭრელობას კიდევ უფრო აღრმავებდა. ამ მწარე გამოცდილებას მოჰყვა ის, რომ ბავშვს ერთი წუთითაც კი არ ტოვებდა უყურადღებოდ.

გუშინ, როდესაც ექსპერტიზის შენობაში მივედი, დაქვრივებული კაცი წამლების ზემოქმედების ქვეშ დამხვდა, გათიშული იყო მისი არსება, მაგრამ ცრემლები ღაპაღუპით ასველებდა მის ღაწვებს. როგორ უნდა იცხოვროს მან? რისი იმედი უნდა ჰქონდეს? თურმე ოცნებობდა, რომ სახლში თვითონაც ყოფილიყო. ან კი რაღა უნდა ინატროს საყვარელ ქალ და ნანატრ შვილდაკარგულმა…

იმდენად დაბნეული ვარ, მიჭირს დაჯერება, რომ ეს ნამდვილად ჩვენი ოჯახის თავს ხდება… სანამ ვიცოცხლებ, თქვენ სულ ჩემთან იქნებით”, – წერს სალო ტაბატაძე.

წყარო: resonancedaily.com

Related posts