თემირლანი 20 წლის გახდებოდა! 25 ნოემბერს რუსთაველზე აქცია გაიმართება

თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებით ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები თვეებია მიზანმიმართულად აჭიანურებენ, არ იძიებენ ობიექტურად საქმეებს , აყალბებენ და არ სჯიან მკვლელებს.

შვილმოკლული მამები თითქმის ერთი წელია დგანან რუსთაველის გამზირზე და ხელისუფლებისგან მოითხოვენ პასუხებს ‼️
მოითხოვენ სიმართლეს‼️მოითხოვენ დამნაშავეთა დასჯას‼️

ამ ლეგიტიმურ მოთხოვნებს ხელისუფლება ცილისწამებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით პასუხობს ! მთელი თავისი რესურსი აამოქმედა და მთელი სახელმწიფო მანქანა ცდილობს მამების განეიტრალებას.

დროა დასრულდეს ეს ყველაფერი‼️
ბრძოლა გამარჯვებამდე‼️
ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს‼️

კვირას 25 ნოემბერს 14:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ, თემირლანის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე.
ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის და მათი მომავლისთვის‼️

Posted by მამები სიმართლისთვის • Fathers for the truth on ოთხშაბათი, 21 ნოემბერი, 2018

Related posts