“მდგომარეობა მძიმეა” – მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის თურქეთში ამერიკულ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

primetime.ge

Related posts