პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისის მერია კარვებში ელექტროენერგიას და გამათბობლებს დაუმონტაჟებს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისის მერია კარვებში ელექტროენერგიას და გამათბობლებს დაუმონტაჟებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა.

მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებმა დღეს შეშა მოიმარაგეს, რათა შეშით ღუმელით გამთბარიყვნენ, თუმცა მათთან მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც ელექტროგამათბობლები შესთავაზეს. მათი განცხადებით, ელექტროენერგიას პარლამენტი მიაწვდის.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

პარლამენტთან რამდენიმე თვეა შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. ისინი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.

წყარო: interpressnews.ge

Related posts