გიორგი ბარამიძე: "ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს"

 

 

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ფიქრობს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ბარამიძის თქმით, კონსტიტუციის თანახმად,  პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირია, პრემიერ-მინისტრი კი მესამე.  ამ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა  კომენტარი  გორში გააკეთა. იგი საქართველოს პრეზიდენტის  განცხადებას გამოეხმაურა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს, ბრიუსელში მოეწერება.

Related posts