მძღოლების საყურადღებოდ – 1-ელი იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება

ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა.

რაც შეეხება ტექდათვალიერების ვადებსა და საფასურს, როგორც უწყებაში განმარავენ, ინსპექტირების ბოლო ვადა დამოკიდებულია ავტომობილის რეგისტრაციის თვესა და რიცხვზე. ტექდათვალიერების საფასური მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებისთვის -60 ლარია, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილისთვის – 100 ლარი.

ინსპექტირებისას შემოწმდება ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, სავალი ნაწილები, საჭის მექანიზმი, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.

წყარო: newposts.ge

Related posts