8 წლის მოზარდი პიროტექნიკით დაშავდა – ბიჭს დამწვრობა სახის არეში აქვს

თბილისის დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით სახის არეში დამწვრობით, 8 წლის მოზარდი შეიყვანეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“წინა წლების გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეს არ მთავრდება არც პირველში, არც ორში, ეს გრძელდება ძველით ახალ წლამდე და მერეც. მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო, რომ სხვანაირად მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი” – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

წყარო: newposts.ge

Related posts