H1N1 ვირუსის დიაგნოზით ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით ზუგდიდელი პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 დეკემბერს მოათავსეს, თუმცა შემდგომ მდგომარეობის გართულების გამო თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის უფროსი ადასტურებს. ნანა ოდიშარიას თქმთ, შემთხვევა იყო დადასტურებული, პაციენტი იყო H1N1 ვირუსის მატარებელი.
ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი H1N1 ვირუსის მატარებელი 5 პაციენტია მოთავსებული.
ნანა ოდიშარიას თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

წყარო: odishinews.ge

Related posts