გორის მუნიციპალიტეტმა წინასაახალწლოდ თანამშრომლების ჯილდოებისთვის ბიუჯეტიდან 180 719 ლარი დახარჯა

გორის მუნიციპალიტეტმა წინასაახალწლოდ ჯილდოს სახით მერიის თანამშრომლებზე 167 419 ლარი გასცა. ხალხის ფულიდან ჯილდო ერგო მერიის 259 თანამშრომელს. რაც შეეხება საკრებულოს, აპარატის 19 თანამშრომელზე გაცემულია 12 670 ლარი ხოლო შტატგარეშე თანამშრომელზე 630 ლარი. საერთი ჯამში თანამშრომელთა ჯილდოებითვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 180 719 ლარი დაიხარჯა.

გორი ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის შიდა ქართლში, რომელმაც წინასაახალწლოდ თანამშრომლები დააჯილოდოვა. ხაშურის მუნიციპალიტეტმა 124 თანამშრომელზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯილდოს სახით 87 315 ლარი გასცა.

primetime.ge

Related posts